დაგვირეკეთ

558 14 14 36

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის კოლეგიალური ვიზიტი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში.

2026 წლის 5–6 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის კოლეგიალური ვიზიტი.

🎓 ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა პროფესიული განათლებისთვის მნიშვნელოვანი თემები: პროფესიული ორიენტაცია, ადმინისტრაციული წარმოებების ანალიზი, დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების პრაქტიკა, არსებული რეგულაციები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.

🤝 შეხვედრა მოიცავდა როგორც მასპინძელი კოლეჯის გამოცდილების გაზიარებას, ისე აქტიურ პროფესიულ დისკუსიებს მონაწილე კოლეჯების წარმომადგენლებს შორის.

⭐ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს, ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული მიგნებების განხილვასა და ეფექტური პრაქტიკების გაზიარებას. აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი გახლდათ ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, თინათინ ჭუმბაძე.

📚 კოლეგიალური ვიზიტები ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის.

🙏 მადლობას ვუხდით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასა და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს მასპინძლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

💙 ერთად ვქმნით პროფესიული განათლების განვითარების უკეთეს მომავალს!

Add a Comment

Your email address will not be published.