წლის საუკეთესო სტუდენტის დაჯილდოვება
დღეს ჩვენს კოლეჯში გაიმართა „წლის საუკეთესო სტუდენტის“ დაჯილდოვება 

სტუდენტები გამოვლინდნენ სხვადასხვა კრიტერიუმით – აკადემიური მოსწრება, კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, აქტიურობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი 

„წლის საუკეთესო სტუდენტის“ სტატუსი მოიპოვეს:
ვულოცავთ თითოეულ მათგანს
მადლობას გიხდით, რომ ჩვენი კოლეჯის ისტორიის ღირსეული ნაწილი ხართ 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების –
„ავერსი ფარმას”
„გეფას”
,,პინეო სამედიცინო ეკოსისტემის წარმომადგენლები, რომლებმაც გამორჩეული და აქტიური სტუდენტები დააჯილდოვეს მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით 

აღნიშნული ღონისძიება კოლეჯის ტრადიციად იქცევა და ყოველ სასწავლო წლის ბოლოს დასახელდება „წლის საუკეთესო სტუდენტი“ 
ეს ინიციატივა ემსახურება სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას და პროფესიისადმი ინტერესის გაძლიერებას 
ეს დღე აუცილებლად იქნება იმ სასიამოვმოდ გასახსენებელ მომენტებს შორის რომელიც ჩვენი კოლეჯის კედლებში და ჩვენთან სწავლის დროს გაიზიარეს ჩვენმა ძვირფასმა სტუდენტებმა

გისურვებთ კიდევ მეტ წინსვლას, ცოდნას და დიდ წარმატებებს.
