დაგვირეკეთ

558 14 14 36

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

GEPHA- დასაქმების ფორუმი

28 მაისს ჩვენი კოლეჯის ფარმაციის პროგრამის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ GEPHA-ს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის კიდევ უფრო დაახლოებას✅
🏆 განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ფორუმზე ჩვენი კოლეჯი დაჯილდოვდა თანამშრომლობისთვის, რაც პარტნიორი ორგანიზაციის მხრიდან ჩვენი საქმიანობისა და თანამშრომლობის დადებითი შეფასების, შრომისა და ნაყოფიერი პარტნიორობის მნიშვნელოვანი დაფასებაა💫
🤝 მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას✅
✅ჩვენი კოლეჯი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, რათა პროფესიული განათლება კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული დასაქმებასა და პრაქტიკულ შედეგებზე💫
💛💙 მადლობა GEPHA-ს ნდობისა და თანამშრომლობისთვის!

Add a Comment

Your email address will not be published.