ვაკანსია სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გაქვს გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში პროცესების მართვის მიმართულებით — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება
დამატებითი მოთხოვნები:
* საგანმანათლებლო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
* საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
* პროცესების მართვისა და ორგანიზების უნარი
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი
* დეტალებზე ორიენტირებულობა
* გუნდური მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
* სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია
* სასწავლო ცხრილების/განრიგების შემუშავება და მართვა
* პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგი
* აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან კოორდინირებული მუშაობა
* სასწავლო დოკუმენტაციის წარმოება და განახლება
* სტუდენტთა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების მართვა
* სასწავლო პროცესების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება
* შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვაზე კონტროლი
* ანგარიშგებების/რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
ჩვენ გთავაზობთ:
* პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე hr.medicalschool3@gmail.com -ზე ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე:
598624240