ახალი სასწავლო წელი კოლეჯ მესამე სამედიცინოში
კოლეჯ მესამე სამედიცინოში როცესი დაიწყო ამავე წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის როგორც ფარმაციის, აგრეთვე საექთნო განათლების პროგრამაზე.
სწავლის დაწყებამდე მათთან ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს დირექტორმა წარუდგინა ადმინისტრაციის წევრები, თითოეულმა მათგანმა კი მათ მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიმართონ, საჭიროების შემთხვევაში.
გაცნობითი შეხვედრისათვის კოლეჯში გარემო მოეწყო შესაბამისად, ხოლო შეხვედრის დროს სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ჩარიცხული პირები პრეზენტაციის სახით გაეცვნენ დაწესებულების საიტს და სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც შესაძლებელია მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;
გაეცვნენ შინაგანაწესს, სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს, კოლეჯის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მარეგულირებელი დებულების იმ ნორმებს, რომლებიც უკავშირდება მათ უფლება-მოვალეობებს;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გააცნო და განუმარტა სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული ქცევის წესები და საევაკუაციო გეგმა.
კოლეჯი მესამე სამედიცინო წარმატებულ, ნაყოფიერ და სტუდენტური ცხოვრებით მრავალფეროვან სასწავლო წელს უსურვებს თითოეულ მათგანს!