დაგვირეკეთ

558 14 14 36

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

საინფორმაციო შეხვედრა 2022 წლის სტუდენტებისათვის

2022 წელს ჩარიცხულ სტუდენტთათვის 8 ნოემბრიდან დაიწყო სასწავლო პროცესი. სწავლის დაწყებამდე მათთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს გაეცვნენ ადმინისტრაციის წევრები, განემარტათ თუ ვის უნდა მიმართონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩარიცხულ პირებს წარედგინათ დაწესებულების საიტი და სხვა სოციალური ქსელები, სადაც შესაძლებელია მათთვის საჭირო ინფორმაცია მოიძიონ. გაეცვნენ შინაგანაწესს, სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს, მარეგულირებელ დებულებასა და მათთან დაკავშირებულ ძირითად უფლება-მოვალეობებს, მოდულური სწავლების ძირითად პრინციპებს; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა აუხსნეს სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული ქცევის წესები და საევაკუაციო გეგმა.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!

Add a Comment

Your email address will not be published.