დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

შეხვედრა პროფესიულ უნარების სააგენტოსთან

🤝პროფესიული უნარების სააგენტომ საგრანტო წინადადების შემუშავებისა და ფონდების მოძიების თემაზე შეხვედრების კიდევ ერთ ციკლს უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერი: ქეთევან ამყოლაძე.
📌შეხვედრები მიზნად ისახავდა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას საგრანტო პროექტების მომზადების მიმართულებით. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საგრანტო განაცხადის მომზადების ტექნიკები და პრაქტიკული სავარჯიშოს ფარგლებში მოამზადეს განაცხადების პროექტები
📌სამუშაო სესიების მეორე ნაწილი Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით წარიმართა, სადაც განხილული Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობები, პრიორიტეტული მიმართულებები და პრაქტიკული ინსტრუმენტები პროგრამაში ჩასართავად
🟣პროფესიული უნარების სააგენტო, კოლეჯების მხარდაჭერას პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად მომავალშიც გააგრძელებს
📍შეხვედრები საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ,,პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

Add a Comment

Your email address will not be published.