დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

შეხვედრა კარიტასის ორგანიზებით , რომელის მიზანი იყო, საექთნო განათლების პროგრამის გადახედვა და მისი გაუმჯობესება/განვითარება.

👉 2024 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს კარიტასის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელის მიზანი იყო, საექთნო განათლების პროგრამის გადახედვა და მისი გაუმჯობესება/განვითარება.
📌 ჩვენი კოლეჯისთვის, როგორც თვითგანვითარებაზე, ასევე საერთო პროგრესზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, ამ შეხვედრაში მონაწილეობა იყო შესაძლებლობა, გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და აქტიურად ჩავერთოთ საექთნო განათლების ჩარჩო დოკუმენტის გადახედვაში.
📌 შეხვედრაზე განხილული იყო, საექთნო პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი, არსებული გამოწვევები და ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ექთნების კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
🎊 🎉 🎊 ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან პარტნიორობის 10 წლის იუბილეს ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და საერთო მიზნების მნიშვნელობას.
✅🔵🟡კოლეჯი მესამე სამედიცინო ყოველთვის მზადაა, შეიტანოს საკუთარი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების საქმეში და მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება უკეთეს მომავალს! 💫✨

Add a Comment

Your email address will not be published.