შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო აცხადებს კონკურსს ,,სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი“ ის პოზიციაზე
სამუშაოს აღწერილობა:
- სასწავლო პროცესების ეფექტურად ორგანიზება და მართვა
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/განხორციელების პროცესის კოორდინირება
- კოლეჯის ყოველდღიურ ცხოვრებაში პროფესიულ სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა
- პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად შეფასების ინსტრუმენტების და კალენდარული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა.
- დაინტერესებულ პირთა დახმარება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციაში
- საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ , თითოეული პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოს შესწავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია კანდიდატს ქონდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე /CV გთხოვთ გამოაგზავნოთ კოლეჯის E-mail-ზე : medicalschool3@gmail.com ან კოლეჯის Facebook გვერდზე: ,,კოლეჯი მესამე სამედიცინო“, ან წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ. 142, შპს კოლეჯი მესამე სამედიცინოს ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები , რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
CV -ის წარმოდგენის ვადა: 05.02.2024-დან 17.02.2024-მდე
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 032 2 34 22 01; 598 11 30 07