2019 წლის 19 აგვისტოს დამტკიცდა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები
მიმდინარე წლის 5-7აგვისტოს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი კერძო კოლეჯების ხარისხის შიდა უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების და შემდგომი განვითარების საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ.
ეს ღონისძიება ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ციკლის ნაწილია, რომელიც ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემების განვითარებაში პროვაიდერების მხარდაჭერას.
ტრენინგს კოლეჯმა „ორიენტირმა“ უმასპინძლა.