ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია
2019 წლის 6 და 7 დეკემბერს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, წევრი კოლეჯებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია. ტრენინგის მიზანი იყო მოდულურ პროგრამებში შეფასების პრინციპებისა და ვერიფიკაციის სისტემის გაცნობა. ასევე ზოგადი მოდულის „უცხოური ენა“ შეფასების ინსტრუმენტზე მუშაობა, რისთვისაც მონაწილეთა შორის მოწვეული იყნენ უცხოური ენების განმახორციელებელი მასწავლებლები, მათ შორის შპს კოლეჯი მესამე სამედიცინოს უცხო ენის მასწავლებელი ნინო არდბელავა.