საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის შეხვედრა კერძო კოლეჯების დირექტორებთან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, კერძო კოლეჯების დირექტორებთან შეხვედრისას მიმდინარე ცვლილებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა.
საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა, ხარისხის გაუმჯობესება, სავალდებულო სამხედრო სამსახური, სამეწარმეო განათლება, კერძო კოლეჯების მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღება.
შეხვედრას ესწრებოდა შპს კოლეჯი მესამე სამედიცინოს დირექტორი ნანული ზარიძე.