დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

2017 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება

2017 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, სადაც დღის პირველ ნახევარში განხილულ იქნა კერძო კოლეჯებში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმა მომავალი ღონისძიებები, ხოლო დღის მეორე ნახევარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და კვოტის დათვლის მექანიზმი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დროს. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ბატონმა კახაბერ ერაძემ ამომწურავი პასუხები გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

Add a Comment

Your email address will not be published.