პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის
18 მაისს სასტუმრო „ციტრუსში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ (ISWD) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზრის შესახებ მეორადი ინფორმაციის მოძიებისა და შრომის ბაზრის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების განვითარება. ტრენინგს უძღვებოდა პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი ანასტასია ქიტიაშილი. ტრენინგს დაესწრო კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 25 წარმომადგენლი.