პარტნიორი კომპანია ,,ავერსის” ვიზიტი კოლეჯში
კოლეჯმა პარტნიორ კომპანია „ავერსს” უმასპინძლა. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ანი გოგოხიამ ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიულ სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო: „კარიერული შესაძლებლობები კომპანია ავერსში“.
ანი გოგოხიამ სტუდენტებს გააცნო
კომპანიის სტრუქტურა,
დასაქმების პროცედურები,
კარიერული ზრდის პერსპექტივები
სამუშაო გარემოს თავისებურებები
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ასევე შეავსეს დასაქმებისთვის განკუთვნილი ფორმა, რაც მათთვის კომპანია „ავერსში“ დასაქმების შესაძლებლობებთან დაახლოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე , რაც დაეხმარება მათ პროფესიის სწორად აღქმაში და მომავლის დაგეგმვაში![]()
მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აძლიერებენ სტუდენტების კავშირს შრომით ბაზართან და ზრდიან მათ მოტივაციას პროფესიული განვითარებისთვის.
