დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

კოლეგიალური ვიზიტი ზუგდიდში

10–11 ოქტომბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ქ. ზუგდიდში ჩატარდა კოლეგიალური ვიზიტი თემაზე – „ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება“, რომლის მასპინძლებიც იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემია“ და კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“.
🗒ღონისძიებაში ,,კოლეჯი მესამე სამედიცინო”-დან მონაწილეობა მიიღეს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა და საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა.
🟢ორდღიანი შეხვედრა დაყოფილი იყო სხვადასხვა სესიებად, რომელთა ფარგლებში განხილულ იქნა ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა, პერსონალის განვითარების პოლიტიკა და პროფესიული ზრდის თანამედროვე მიდგომები.
✊️ჩვენი დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან, კოლეგებთან ერთად გაზიარებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და არსებული პრაქტიკა.
👏ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები ასოციაციის წევრი კოლეჯებისათვის, ასევე დაიგეგმა ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
✅️ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულად ჩვენი დაწესებულების, აგრეთვე სკკა-ს ფარგლებში თითოეული წევრის განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარება კი პროფესიული განათლების სისტემის განვითარების საწინდარია.
🤝მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, მასპინძლებსა და ყველა მონაწილე კოლეჯს მეტად საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის!

Add a Comment

Your email address will not be published.