29 სექტემბერს კოლეჯ მესამე სამედიცინოში პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების პილოტირება დაიწყო. ასოციაციის წარმომადგენელი შორენა ხაჭაპურიძე კოლეჯის მასწავლებლებს შეხვდა და თვითშეფასების პროცესს გაუწია ფასილიტაცია, რომელიც ელექტრონული სისტემის გამოყენებით განხორციელდა.

პილოტირებაში ხუთი კოლეჯი მონაწილეობს და სიამაყით ვაცხადებთ, რომ ერთ-ერთი სწორედ ჩვენი კოლეჯია


მიღებული შედეგები და დახვეწილი ინსტრუმენტები მომავალში ასოციაციის ყველა წევრი კოლეჯისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის რეგულაციის განხორციელებისა და პროფესიული განვითარების სისტემის შექმნის კუთხით.

ჩვენთვის ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩავერთოთ პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარების ახალ ეტაპში
