2025 წლის 12 სექტემბერს კოლეჯში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება – საექთნო განათლებისა და ფარმაცია (სააფთიაქო) პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადაეცათ დიპლომები!
ცერემონიას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენი კოლეჯის ადმინისტრაციული გუნდი, რომლებიც ერთად იზიარებდნენ ამ მნიშვნელოვანი დღის ემოციებს
ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები არის ჩვენი კოლეჯის სიამაყე და მომავლისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯი
მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად გააზიარა სიხარული და ამ დღის განსაკუთრებული გარემო
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ წარმატებებით და საინტერესო შესაძლებლობებით სავსე მომავალს!