საკვალიფიკაციო გამოცდა კოლეჯ მესამე სამედიცინოში
 
 კოლეჯის ადმინისტრაციულ შენობაში AC გარემოში წარმატებით ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა 2022 წლის მიღების საექთნო განათლების პროფესიული სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს ![]()
![]()
სტუდენტებმა გამოავლინეს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა, ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც მათ პროფესიულ მომზადებას სრულად ადასტურებს. გამოცდა ჩატარდა ღირსეულად, სამართლიანად და შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით.
 თეორიული კომპონენტი სტუდენტთა აკადემიური ცოდნის საფუძვლიან შემოწმებას ემსახურებოდა,
 ხოლო პრაქტიკული ნაწილი კი მათი კლინიკური შესაძლებლობების რეალურ მოდელებთან შეჯერებულ დემონსტრირებას უზრუნველყოფდა.
კოლეჯი „მესამე სამედიცინო“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის:
 საგამოცდო პროცესში ჩართულ თითოეულ კომისიის წევრს
 ადმინისტრაციულ გუნდს ორგანიზებული პროცესისთვის
 და სტუდენტებს, რომლებიც ამ პროცესს მოტივაციითა და პროფესიული ეთიკით შეხვდნენ.
 
 კოლეჯი მესამე სამედიცინოს სრული გუნდი ულოცავს თითოეულ სტუდენტს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას. კიდევ ბევრი და ბევრი წარმატება პროფესიულ გზაზე ძვირფასებო![]()
![]()
 
 
 