დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია

ჩვენს კოლეჯში ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და სოციალური პასუხისმგებლობით გაჯერებული ღონისძიება — სისხლის დონაციის საქველმოქმედო
Challenge აქცია 🩸❤️ რომელშიც კოლეჯის როგორც თანამშრომლებმა, ასევე სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა 👩‍🏫👨‍🎓
ღონისძიება მიზნად ისახავს სიცოცხლის გადარჩენაში წვლილის შეტანას და იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ ესაჭიროება ⚕️🙏
აღსანიშნავი და ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი რომ აქცია ჩატარდა ,,ჩელენჯის” ფორმატში 🔁 რაც განსაკუთრებულად გამოხატავს კეთილი საქმის გარშემო კოლეჯების ერთიანობასა და გუნდურობას 🤝🎯
📣 გიწვევთ მეგობრებო საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, გავერთიანდეთ კეთილი საქმის გარშემო, რათა ერთად გავზარდოთ სიკეთის ტალღა 🌊
და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ დახმარების შესაძლებლობა✨
მადლობა ჩვენს სტუდენტებსა და კოლეგებს აქტიურობისთვის და იმ ადამიანური ღირებულებების გამო, რაც ჩვენი კოლეჯის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია 🙌
გააგრძელე სიკეთის ჯაჭვი — გამოიწვიე, დაეხმარე, გადაარჩინე 🔗❤️‍🩹

Add a Comment

Your email address will not be published.