დაიწყო საშემოდგომო რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისათვის
კოლეჯი მესამე სამედიცინო აცხადებს მიღებას, ჯანდაცვის მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
საექთნო განათლება-სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დაწესებულებას არ აქვს დადგენილი დამატებითი გადასახადი სტუდენტისათვის!
სარეგისტრაციო ვადებია: 2024 წლის 2 სექტემბრიდან — 2024 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით;
პროგრამაზე დარეგისტრირება შეგიძლიათ, თუ თქვენ ფლობთ მინიმუმ სრული ზოგადი განათლების ატესტატს;
რეგისტრაციისთვის საჭიროა:
1. შეხვიდეთ ვებ-გვერდზე https://vet.emis.ge
2. გაიაროთ მითითებულ საიტზე რეგისტრაცია;
3. საიტზე რეგისტრაციის შემდგომ შეხვიდეთ ავტორიზაციით მითითებულ ვებ-გვერდზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში;
5. მოიძიოთ შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო და დარეგისტრირდეთ ზემოთ მითითებულ პროგრამაზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან თუ გსურთ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ სიახლეებზე, რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვით მოგვწერეთ inbox-ში ან ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
medicalschool3@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:
558141436
579281322
ოფისის ტელეფონი: (032) 2 34-22-01
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. №142 (მეტრო სადგური დიდუბე , ჯანმრთელობის სამინისტროს გვერდით სანაპიროს მხრიდან)
ვებ-გვერდი: www.medicalschool-3.edu.ge
თუ რეგისტრაციის გავლისას რაიმე კითხვა დაგებადათ ან სრულყოფილად ვერ გაერკვიეთ დაგვიკავშირდით,
ჩვენი აქტიური და ყურადღებიანი გუნდი ყოველთვის მზად არის გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე და გაგარკვიოთ ყველა დეტალში