
კოლეჯმა მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თბილისის 169-ე საჯარო სკოლასთან;

2024 წლის 10 აპრილს კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი ინფორმაციული ხასიათის ვიზიტი განახორციელეს, ამჯერად 169-ე საჯარო სკოლაში;

შეხვედრის ფარგლებში გაკეთებულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ამავე სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები;

პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და შემდეგ საყურადღებო საკითხებზე:

ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ პროგრამებზე;

მათზე ჩარიცხვის ეტაპებზე;

პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის სპეციფიკაზე;

სტუდენტთა ჩართულობით განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელთა დამხარებით სტუდენტული წლები უფრო მრავალფეროვანია;

აღნიშნული ხასიათის შეხვედრები ხელს უწყობს როგორ კოლეჯის, აგრეთვე პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში.