დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

სტუდენტური კონფერენცია

2023 წლის 24 მარტს შპს კოლეჯ მესამე სამედიცინოში ჩატარდა ღონისძიება – სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ კოლეჯის ამჟამინდელი სტუდენტები.
საექთნო განათლებისა და ფარმაციის (სააფთიაქო) სტუდენტებმა მათივე ხელმძღვანელების ჩართულობით მოამზადეს და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს პროფესიასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური თემები.

ღონისძიების ფარგლებში შექმნილი იყო კომისია, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სტუდენტთა ეს აქტივობა.
ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი თემატიკისა და პრეზენტაციის წარდგენიდან გამომდინარე.

ღონისძიების ბოლოს ადმინისტრაციის მიერ მონაწილეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები; როგორც კოლეჯის დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი აქტივობები უფრო და უფრო ხშირად დაიგეგმება დაწესებულებაში, რაც ყოველთვის ხელს შეუწყობს სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებას და მათი სასწავლო პროცესის უფრო ნაყოფიერად განხორციელებას.

 

Add a Comment

Your email address will not be published.