დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

შეხვედრა პროფესიული განათლების კოლეჯებში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთსნ დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 17-18 ოქტომბერს პროფესიული უნარების სააგენტოში გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა
შეხვედრას ესწრებოდა შპს კოლეჯი მესამე სამედიცინოს IT მენეჯერი სალომე გოგსაძე და სასწავლო პროცესების მენეჯერი სალომე ჯანჯულია, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში და გამოცდილების გაზიარებაში.
შეხვედრის ძირითადი თემატიკა მოიცავდა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს კოლეჯებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტურად წარმართვას და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავებას. მონაწილეებს წარუდგინეს სამოქმედო გეგმის ძირითადი კომპონენტები და სტრატეგიული ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის სტუდენტებისა და პროფესიული ინსტიტუციებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობების მართვაში.
მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს ის შესაძლებლობები, რასაც ხელოვნური ინტელექტი სთავაზობს განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში და როგორ შეიძლება მისი გამოყენება სწავლების ხარისხისა და ორგანიზაციული მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად. შეხვედრა ინოვაციური და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებით დასრულდა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სფეროს გრძელვადიანი განვითარების გეგმების დანერგვას.

Add a Comment

Your email address will not be published.