ტრენინგი ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაძლებლობის გაძლიერება და მხარდაჭერა.
მიმდინარე წლის 19-20 ოქტომბერს დაიწყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლი, რომლის მიზანია ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაძლებლობის გაძლიერება და მხარდაჭერა. ტრენინგი ჩატარადა საქართველოს ბიზნესის აკადემიაში SBA -ში, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული კოლეჯი მესამე სამედიცინო.
ტრენინგების ციკლის პირველ ეტაპზე განხილული იყო ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპები და ავტორიზაციის პირველი სტანდარტი, რომელსაც უძღვებოდა ბატონი კახა ერაძე.
ტრენინგის მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული:
1. ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების არსის გაგება და მათი გამოყენება პსდ-ის მართვაში.
2. როგორ უნდა შეიმუშაონ ორგანიზაციის მისია, ხედვა და სტრატეგიული გეგმები ავტორიზაციის მოთხოვნის შესაბამისად.
3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სისტემები, რაც აუცილებელია ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის გაუმჯობესებისთვის.
ტრენინგი იყო ძალიან აქტიური, ინტერაქტიული და ნაყოფიერი. ვინაიდან დეტალურად იქნა განხილული ყველა ის საკითხი და სიახლე, რაც დაეხმარება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კიდევ უფრო ეფექტურ მართვაში, შედეგების გაუმჯობესებაში, ავტორიზაციის მოთხოვნების შესაბამისად სტრატეგიული გეგმის შემუშავება/განხორციელებაში და ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს პსდ-ის გრძელვადიან განვითარებას.