შიდა მხარდაჭერის ჯგუფების შეხვედრა
შიდა მხარდაჭერის ჯგუფების შეხვედრა
24 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა შიდა მხარდაჭერის ჯგუფების ფუნქციონირების შესახებ იმ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც 2017 წლის მეორე ნახევრიდან მიიღეს ავტორიზაცია ან/და დაიმატეს ახალი მოდულური პროგრამა.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო მოდულური პროგრამების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფების ფუნქციებისა და მხარდაჭერის კითხვარების გაცნობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და პრაქტიკული უნარების განვითარება.