შეხვედრა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით
✅ 18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
შეხვედრა ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარებას.
შეხვედრის ბოლოს ცენტრის წარმომადგენლებმა დაწესებულებებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.