ფარმაცია (სააფთიაქო) (მოდულური)
საგანმანათლებლო პროგრამა- ფარმაცია (სააფთიაქო)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება .
პროგრამის მიზანი: შემუშავებულ იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდას, კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადებას.
სწავლის შედეგი: კურსდამთავრებულს შეუძლია:
- შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად
- დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა
- შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა
- განათავსოს პროდუქციასათანადო ადგილზე
- ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის პერიოდული კონტროლი
- განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირება
- მომზადება რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმები
- გათვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები
- განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევამიწოდება,კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ
- განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია
- განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების შესახებ
- დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები.
დასაქმების სფეროები- ფარმაციაში ასოცირებული ხარისხის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
სწავლების ხანგრძლივობა: იმ პირებისთვის, რომელთაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია • მოცულობა: 153 კრედიტი • სავარაუდო ხანგრძლივობა: 27 სასწავლო თვე .
იმ პირებისთვის, რომელთაც უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია მოცულობა: 123 კრედიტი • სავარაუდო ხანგრძლივობა: 21 სასწავლო თვე