ჩვენს კოლეჯს ესტუმრა პარტნიორი კომპანიის „ავერსის“ პერსონალის შერჩევის მენეჯერი – ანი კენჭუაშვილი, რომელმაც ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიულ სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო: „კარიერული შესაძლებლობები კომპანია ავერსში“.

ანი კენჭუაშვილმა სტუდენტებს გააცნო

კომპანიის სტრუქტურა,

დასაქმების პროცედურები,

კარიერული ზრდის პერსპექტივები

სამუშაო გარემოს თავისებურებები

სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე , რაც დაეხმარება მათ პროფესიის სწორად აღქმაში და მომავლის დაგეგმვაში


მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აძლიერებს სტუდენტების კავშირს შრომით ბაზართან და ზრდის მათ მოტივაციას პროფესიული განვითარებისთვის.