დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

საკვალიფიკაციო გამოცდა კოლეჯ მესამე სამედიცინოში

📣 📍 კოლეჯის ადმინისტრაციულ შენობაში AC გარემოში წარმატებით ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა 2022 წლის მიღების საექთნო განათლების პროფესიული სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს 🩺🎓

✅სტუდენტებმა გამოავლინეს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა, ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც მათ პროფესიულ მომზადებას სრულად ადასტურებს. გამოცდა ჩატარდა ღირსეულად, სამართლიანად და შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით.

📝 თეორიული კომპონენტი სტუდენტთა აკადემიური ცოდნის საფუძვლიან შემოწმებას ემსახურებოდა,
🩺 ხოლო პრაქტიკული ნაწილი კი მათი კლინიკური შესაძლებლობების რეალურ მოდელებთან შეჯერებულ დემონსტრირებას უზრუნველყოფდა.

კოლეჯი „მესამე სამედიცინო“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის:
🔹 საგამოცდო პროცესში ჩართულ თითოეულ კომისიის წევრს
🔹 ადმინისტრაციულ გუნდს ორგანიზებული პროცესისთვის
🔹 და სტუდენტებს, რომლებიც ამ პროცესს მოტივაციითა და პროფესიული ეთიკით შეხვდნენ.

🌟 💙 კოლეჯი მესამე სამედიცინოს სრული გუნდი ულოცავს თითოეულ სტუდენტს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას. კიდევ ბევრი და ბევრი წარმატება პროფესიულ გზაზე ძვირფასებო🚀🎓

Add a Comment

Your email address will not be published.