დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

კოლეჯი მესამე სამედიცინოს ვიზიტები საჯარო სკოლებში

2024-2025 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის  მიხედვით მესამე სამედიცინო კოლეჯმა განახორციელა  ვიზიტები საჯარო სკოლებში.

ვიზიტების მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მოსწავლეებისთვის სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
🔵 შეხვედრების  ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მის პრაქტიკულ უპირატესობებზე.
🟡 შეხვედრებზე კოლეჯის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოსა თუ საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, რამდენად იზრდება მოთხოვნილება და საჭიროება კვალიფიციურ კადრების, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში – ექთნებისა და ფარმაცევტების მიმართულებით.
✅ უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი აქტივობები , ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და მის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესებას.
ყოველივე ეს კი აძლევს მათ შანსს, რეალურად აირჩიონ მომავალი პროფესია.
✅💫პროფესიული განათლება არის გზა პიროვნული და კარიერული წარმატებისკენ. ის საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, მცირე დროში მოიპოვონ პრაქტიკული ცოდნა და რეალურ სამუშაო ბაზარზე თავი წარმატებით დაიმკვიდრონ.
✅✨კოლეჯი მესამე სამედიცინო აგრძელებს ზრუნვას მომავალი თაობის განათლებაზე და მუდამ მზად არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიების ათვისებით.
წარმატებული მომავლისკენ მივდივართ ერთად!
სწავლა – განვითარება – წარმატება!

Add a Comment

Your email address will not be published.