
15 მაისს, კოლეჯის მესამე სამედიცინო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საექთნო განათლების სტუდენტებმა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში, ავადმოვლის მოდული დაასრულეს.

მოდულის სწავლის შედეგების დადასტურება ემსახურება სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას, რაც ფუნდამენტურია ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყებად. ყველა სტუდენტს ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას საექთნო საქმიანობაში. თქვენი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში უაღრესად მნიშვნელოვანია!

მოდულს უძღვებოდა ექთანი ტრენერი ნელი ვართანოვა.