პროფესიონალიზმისა და ერთგულების აღიარება.

7 მარტს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კორპორატიული საღამო „პროფესიონალთა ტრიუმფი“, რომელსაც ასოციაციის წევრი კოლეჯები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო კოლეჯი „მესამე სამედიცინო“, რომელიც ღონისძიებას თავისი ერთგული და მაღალკვალიფიციური გუნდით შეუერთდა.