შრომის უსაფრთხოების ტრენინგი
07.02.2025 წელს კოლეჯ მესამე სამედიცინოში ჩვენი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ , ადმინისტრაციული პერსონალისთვისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა შრომის უსაფრთხოების ტრენინგი
რომლის მიზანიც იყო სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების წესების გაუმჯობესება და რისკების პრევენცია ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ უსაფრთხოების სტანდარტებს, საფრთხეების მართვის მეთოდებსა და კრიტიკულ სიტუაციებში რეაგირების წესებს.
ჩვენთვის პრიორიტეტულია არამხოლოდ პროფესიული განვითერების ხელშეწყობა, არამედ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, ამიტომ ერთად ვზრუნავთ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოზე!
განათლება და უსაფრთხოება – ერთად ვქმნით უკეთეს სამუშაო გარემოს!