დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

საექთნო განათლების პროგრამის საშემოდგომო მიღება .

📚 👩🏼‍🎓🧑🏻‍🎓ახალი დასაწყისი, ახალი შესაძლებლობები! 🌟🥂😇
🔵🟡📚️კოლეჯ მესამე სამედიცინოში 2024 წლის 25 ნოემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო, ამავე წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული საექთნო განათლების პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის. დღეს ჩვენს კოლეჯს ახალი ენერგიითა და მოტივაციით სავსე პირველკურსელები შემოუერთდნენ! თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია ჩვენთვის და მოხარულები ვართ, რომ თქვენთან ერთად ვიწყებთ ამ საინტერესო თავგადასავალს.
🔵🟡🗣️ დღევანდელი შეხვედრა იყო საინფოემაციო ხასიათის, კოლეჯის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო ადმინისტრაციის წევრები, ისაუბრა მათი როლისა და ფუნქციების შესახებ.
რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია , რადგან ის ხელს უწყობს სტუდენტებს გაეცნონ კოლეჯის სტრუქტურას და იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კოლეჯის ყოველდღიურ მენეჯმენტსა და მათი სასწავლო გარემოს ორგანიზებაზე.
🎊🎁გაცნობითი შეხვედრისათვის კოლეჯში გარემო მოეწყო შესაბამისად, ხოლო შეხვედრის დროს სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები💫
🔉🎤ჩარიცხული პირები პრეზენტაციის სახით გაეცვნენ დაწესებულების საიტს და სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც შესაძლებელია მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;
📚 გაეცვნენ შინაგანაწესს, სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს, კოლეჯის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მარეგულირებელი დებულების იმ ნორმებს, რომლებიც უკავშირდება მათ უფლება-მოვალეობებს;
🧯 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გააცნო და განუმარტა სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული ქცევის წესები და საევაკუაციო გეგმა.
✅✨ეს არის დასაწყისი გზისა, რომელიც სავსე იქნება ცოდნით, გამოცდილებით და დაუვიწყარი მომენტებით. გისურვებთ წარმატებებულ, ნაყოფიერ და ინსპირაციით სავსე სასწავლო წელს💫😇❤️
📸 გაიცანით ჩვენი კოლეჯის ახალი თაობა!✨🌟❤️

Add a Comment

Your email address will not be published.