ახალი სასწავლო წელი კოლეჯ მესამე სამედიცინოში
![]()
კოლეჯ მესამე სამედიცინოში
როცესი დაიწყო ამავე წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის როგორც ფარმაციის, აგრეთვე საექთნო განათლების პროგრამაზე.![]()
სწავლის დაწყებამდე მათთან ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს დირექტორმა წარუდგინა ადმინისტრაციის წევრები, თითოეულმა მათგანმა კი მათ მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიმართონ, საჭიროების შემთხვევაში.![]()
გაცნობითი შეხვედრისათვის კოლეჯში გარემო მოეწყო შესაბამისად, ხოლო შეხვედრის დროს სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.![]()
ჩარიცხული პირები პრეზენტაციის სახით გაეცვნენ დაწესებულების საიტს და სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც შესაძლებელია მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;
გაეცვნენ შინაგანაწესს, სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს, კოლეჯის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მარეგულირებელი დებულების იმ ნორმებს, რომლებიც უკავშირდება მათ უფლება-მოვალეობებს;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გააცნო და განუმარტა სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული ქცევის წესები და საევაკუაციო გეგმა.
კოლეჯი მესამე სამედიცინო წარმატებულ, ნაყოფიერ და სტუდენტური ცხოვრებით მრავალფეროვან სასწავლო წელს უსურვებს თითოეულ მათგანს!