დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

ახალი სასწავლო წელი მესამე სამედიცინოში

ახალი სასწავლო წელი მესამე სამედიცინოში

სასწავლო პროცესი 2023 წელს ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთათვის დაიწყო 2023 წლის 15 ნოემბერს.
სწავლის დაწყებამდე მათთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს გაეცვნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, განემარტათ თუ ვის უნდა მიმართონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
ჩარიცხულ პირებს წარედგინათ დაწესებულების საიტი და სხვა სოციალური ქსელები, სადაც შესაძლებელია მათთვის საჭირო ინფორმაცია მოიძიონ; გაეცვნენ შინაგანაწესს, სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს, კოლეჯის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მარეგულირებელი დებულების – იმ ნორმებს, რომლებიც უკავშირდება მათ უფლება-მოვალეობებს;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა აუხსნა სახანძრო სისტემასთან დაკავშირებული ქცევის წესები და საევაკუაციო გეგმა.
თითოეულ მათგანს კოლეჯი მესამე სამემდიცინო უსურვებს წარმატებულ სასწავლო წელს!

Add a Comment

Your email address will not be published.