პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი
2022 წლის 12 ივლისს სასტუმრო ბილტმორში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’, რომელშიც ჩართული იყო შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო;
ფორუმზე მოწვეული იყვნენ ჩვენი დაწესებულების კურსდამთავრებულები და სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დამსაქმებელთა მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებს და პირისპირ რეჟიმში გასაუბრებოდნენ მათ, ორივე მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში შემდგომი დასაქმების მიზნით;
ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ კოლეჯების 100-მდე პარტნიორი და არაპარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაცია; დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა;
აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის ხელშეწყობისათვის.