29 აგვისტოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინტეგრირებულ პროგრამებთან დაკავშირებით კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
2019 წლის 19 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N 170/ნ ბრძანებით დამტკიცდა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები, რომლის მიხედვითაც ინტეგრირება ხორციელდება ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული მეოთხე დონის პროფესიულსაგანმანათლებლო პროგრამებში. მალე მოხდება ავტორიზაციის დებულებაში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მექანიზმების ინიცირება და უკვე ოქტომბრიდან კოლეჯებს მიეცემათ ინტეგრირებულ პროგრამებზე განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა.