დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო აცხადებს კონკურსს ვაკანტურ შემდეგ თანამდებობებზე.

შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო აცხადებს საჯარო კონკურსს ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებლის, სასწავლო პროცესის მენეჯერის და ოფისის მენეჯერის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

1.ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება (ინგლისური ენის მიმართულებით)

დამატებითი მოთხოვნებია:

  • პედაგოგიური გამოცდილება;
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარები;

2.სასწავლო პროცესის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საგანმანთლებლო დაწესებულებაში მუშაობის 1  წლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი მოთხვნებია:

 

  • საქართველოს კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა;
  • ავტორიზაციის სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

3.ოფისის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან   პროფესიული განათლება;

 

        დამატებითი მოთხოვნებია:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა.
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია 2021 წლის 02 ოქტომბრამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:

  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა დამსაქმებლისაგან სამუშაო გამოცდილების შესახებ;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • Cv;
  • პირადობის მოწმობის ასლი;

აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინეთ ელ. ფოსტიაზე: medicalschool3@gmail.com ან შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 142, შპს კოლეჯი მესამე სამედიცინოს ადმინისტრაციული შენობაში;

Add a Comment

Your email address will not be published.