დაგვირეკეთ

(+995 32) 2 34 22 01

მოგვწერეთ

medicalschool3@gmail.com

25 ოქტომბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლები შეხვდნენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორს, ქ-ნ თამარ სანიკიძეს

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებით გამოიკვეთა მოდულური პროგრამების განხორციელების პროცესში წარმოშობილი პრობლემები და კოლეჯების წარმომადგენლების მხრიდან დაიცვა შემდეგი სახის შეკითხვები: -რატომ იცვლება ახლადდამტკიცებული პროგრამები ? -რა ეტაპზეა პროგრამების ოპტიმიზაციის პროცესი ? -როდის მოხდება შემუშავებული მოდულური პროგრამების დამტკიცება? -გადაიხედება თუ არა პროგრამების დაშვების წინაპირობები? -რა მოხდება 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ, როდესაც სისტემაში ჯერ კიდევ იქნება საგნობრივ პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა საკმაოდ დიდი რიცხვი, მაშინ როდესაც პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (ე.წ. საგნობრივი პროგრამები) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღარ იარსებებენ? -რა ეტაპზეა კანონპროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომლის ამოქმედება რეალურად გადაჭრის სისტემაში არსებულ ბევრ პრობლემას? ზემოთაღნიშნულ და სხვა ასევე მნიშვნელოვან საკითხებზე კოლეჯებისა და ცენტრის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს. დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები. გამოითქვა მზაობა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის შესაბამისი სამსახურების მიერ.

Add a Comment

Your email address will not be published.