სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემების საექთნო მართვა“
2019 წლის 26 ივნისს „საქართველოს კარიტასის“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ერთად გამართა სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემების საექთნო მართვა“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შპს კოლეჯი მესამე სამედიცინოს მასწავლებლებიავთანდილ კახიძე და მაია არეშიძე. ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სიმპოზიუმის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები გერიატრიული პაციენტის მდგომარეობის შეფასების, მოვლისა და მკურნალობის სიახლეების შესახებ.