For Free Consultation: +(011) 345 6789 Stay Connected:

პროექტის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია
თარიღი : Jul 28, 2020

პროექტის პრეზენტაცია

23-24 ივლისს სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანი და SPA"-ში გაიმართა შეხვედრა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროექტის პრეზენტაციაზე "შინმოვლის განვითარება საქართველოში".

პროექტის მიზანია საექთნო განათლების, გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება სამედიცინო და სოციალური პროექტების მართვის სფეროში.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა გაიოზ ყუბანეიშვილმა მონაწილეებს შინმოვლის პროექტის ამოცანები გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კარიტასის, საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე ექთნების ასოციაციის და კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები.