For Free Consultation: +(011) 345 6789 Stay Connected:

მორიგი ტრენინგების ციკლი

მორიგი ტრენინგების ციკლი
თარიღი : Jun 6, 2018

მორიგი ტრენინგების ციკლი

მორიგი ტრენინგების ციკლი ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური/დუალური) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გრძელდება ტრენინგების ციკლი ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური/დუალური) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ტრენინგების მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება. მესამე ტრენინგი ჩატარდა 2018 წლის 17-18 მაისს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.