For Free Consultation: +(011) 345 6789 Stay Connected:

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის
თარიღი : Jun 6, 2018

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის

18 მაისს სასტუმრო „ციტრუსში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ (ISWD) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“.   ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზრის შესახებ მეორადი ინფორმაციის მოძიებისა და შრომის ბაზრის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების განვითარება. ტრენინგს უძღვებოდა პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი ანასტასია ქიტიაშილი. ტრენინგს დაესწრო კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 25 წარმომადგენლი.